ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ვარშავაში

25 ნოემბერი 2019 წელი

 

სამშენებლო კომპანია "ელთ ბილდინგის" წარმოდგენილები 3 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთში, ქ. ვარშავაში

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პოლონური უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლებთან, რომლებიც უკვე მუშაობენ ან სამომავლოდ გეგმავენ ჩვენს ქვეყანაში პარტნიორულ ურთიერთობებს უძრავი ქონების ბაზარზე და ასევე პოტენციურ მყიდველებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში თანხის ინვესტირებით.

შეხვედრებზე პრეზენტაციის სახით კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უკვე დასრულებულ, მიმდინარე და მომავალ პროექტებზე, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია  "La quinta by Wyndham და Wyn residence" 1000 – მდე პრემიუმ და პლატინიუმ კლასის აპარტამენტით ქ. ბათუმში, ზღვის პირველ ზოლში.

გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებები  და დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები.

ჩვენი პარტნიორები

Open Modal