loader

ტრენინგი გაყიდვების მენეჯმენტში 2018

31 იანვარი 2018 წელი

მიმდინარე წლის 26-29 იანვარს „ელთ კომპანისა“ და „ელთ ბილდინგის“ ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „გაყიდვების მენეჯმენტში“გაყიდვების მიმართულებით მომუშავე კადრებისათვის. ტრენინგს უძღვებოდა ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ტრენერი გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით ქალბატონი ქეთევან კვინიკაძე.

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები ეცნობოდნენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა და როგორი პროცესია პროდუქტის გაყიდვა, რა არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას თუ კონკრეტულად რომელ ბიზნეს გარემოში იმყოფები, იმისათვის რომ  განისაზღვროს პოტენციური მომხმარებელის საჭიროების სიზუსტე. ასევე, ტრენინგის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა მონაწილეების ჩართულობა, გამოცდილებების გაზიარება და სიტუაციური თამაშები.

სამომავლოდ, კომპანიების მიერ იგეგმება მსგავს აქტივობებში ჩართულობა.

ჩვენი პარტნიორები