loader

ტერა ბანკი

ტერაბანკი 17 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. ახლა უკვე - ტერაბანკი, თავდაპირველად „საქართველოს აგრო ბიზნეს ბანკის“ სახელით 1999 წლის 10 დეკემბერს დაარსდა. 2005 წლის 13 ივნისიდან სახელი შეიცვალა და გახდა „სტანდარტ ბანკი“. 2007 წლის 30 დეკემბერს, არაბულმა „დაბი ჯგუფმა“ პირველი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში და „კორ ბანკი საქართველოს“ ლიცენზია მოიპოვა.  2008 წლის 26 ივნისს კი „სტანდარტ ბანკს“ შეერწყა და დაერქვა „კორ სტანდარტ ბანკი", მოგვიანებით კი - ქეი-ეს-ბი ბანკი. 2015-2016 წლებში ქეი-ეს-ბი ბანკში სრული რებრენდინგი განხორციელდა, რის შედეგად 2016 წლის 23 მაისიდან შეიცვალა ბანკის პოზიციონირება, ფილიალების კონცეფცია, საკომუნიკაციო სტრატეგია და ახალი სახელი - ტერაბანკი დაერქვა.

„დაბი ჯგუფი“ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში  წამყვანი ბიზნეს ჯგუფია და მრავალი ბიზნესმიმართულებით ოპერირებს, მათ შორის: ტურიზმის ინდუსტრია, მშენებლობა, უძრავი ქონება, დეველოპმენტი და მართვა, წარმოება,  საზღვაო ჭაბურღილები, საბანკო და ფინანსური მომსახურება და ა.შ.  მას მისი აღმატებულება, შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს. „კორ სტანდარტ ბანკის“ აქციების 45%-ის მფლობელი სწორედ მისი აღმატებულება, შეიხი ნაჰაიანი გახლავთ. „დაბი ჯგუფი“ ორიენტირებულია, მძლავრი ფინანსური რესურსითა და მართვის გამოცდილებით გააფართოოს ინვესტიციები ფინანსურ საქმიანობაში აუთვისებელ და განვითარებად ბაზრებზე.

ჩვენი პარტნიორები